Tuesday, February 24, 2009

ჩემი პირველი ბლოგ.პოსტი :)

არ ვიცი, ამ ბლოგს რატომ ვხსნი და ვისთვის. ალბათ, თავს თუ არ მოვიტყუებ და ვიტყვი, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვაკეთებ ამას, სიმართლე იქნება. თუმცა, იმის იმედიც მაქვს ნაწილობრივ, რომ ვიღაცა დაინტერესდება და ამ ყველაფერს, რის დაწერასაც ბლოგზე ვაპირებ, წაიკითხავს. დიდი გამოცდილება ბლოგებში მაინცდამაინც არა მაქვს, ამიტომ ეფექტურ ვიზუალს ნუ ელოდებით. გეი ბლოგისგან, ალბათ, ცოტა უფრო მეტს ითხოვთ, მაგრამ მე ტექსტების სიღრმე უფრო მაინტერესებს და ვთვლი, რომ მეხერხება კიდეც. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავახურო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე... ვეცდები, არ მოგაწყინოთ.

სიყვარულით,
შენსავით კარგი
(Good As You - GAY არ მახსოვს, რომელმა გონებამახვილმა ინგლისელმა თუ ამერიკელმა გეიმ გაშიფრა ეს ტერმინი ასე, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ განმარტება ძალიან სახალისოა და არასოდეს დამავიწყდება)

3 comments:

  1. კეთილი იყოს შენი შემობრძანება ქართულ ბლოგსივრცეში და აბა შენ იცი, წერე რაც გაგეხარდება და გაგვიზიარე შენი გულის ნადები. ვიზუალს თანდათან აითვისებ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, მთავარია რას დაწერ და რა შინაარსით :) აბა შენ იცი, თუ დაგჭირდა რამე დახმარება, მკითხე და დაგეხმარები :)

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  3. ჰმმ კაია კარგად დაგიწყია :)
    ვიზუალურ მხარეს ნელა ნელა დახვეწავ ამდენი ბლოგერი - გეი თუ სტრეითი აგერ არის და ყველა დაგეხმარება უარს არ გეტყვის არავინ :)
    ნელა ნელა შენც მოგინდება მეტი საინტერესო რაღაცეები ბლოგზე ხოდა მოკლედ მთავარია მონდომება მერე ყველაფერიც კარგად გამოდის!!

    ReplyDelete