Sunday, March 1, 2009

იდეალური გეი რომანი

სულ ვფიქრობ, რატომ არ იწერება საქართველოში გეი რომანები... მცირე მოცულობის პროზაში, რა თქმა უნდა, რაღაც მცდელობები იყო, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მე ერთი–ორი ტექსტი შემხვედრია. აქ არ ვგულისხმობ სხვადასხვა ფორუმებზე დაწერილ მხატვრულ და გრძელ პოსტებს, არამედ "ნამდვილ" ლიტერატურას.

ჰოდა, ამ ფიქრში ვიყავი გართული, როცა ერთი ბრწყინვალე აზრი მომივიდა. მოდი, წუწუნს და მოთქმას, რატომ არ იწერება არაფერი, ხომ არ აჯობებს, ავდგე და თვითონ დავწერო? მაგრამ ვინ იქნებდა ამ რომანის პუბლიკა? დაბეჭდვაზე, ალბათ, არც უნდა იოცნებოს ადამიანმა. თუმცა, ვფიქრობ, ინტერნეტით მისი გავრცელება ალბათ მაინც შესაძლებელია. ბლოგი ხომ მისწრებაა ამ საქმისთვის. ჰოდა, ახლა დიდ ავანტიურაში ვებმები. რაღაცას დავწერ და თავებად დავდებ ამ ბლოგზე. იმედია, მკითხველიც გამოჩნდება და კომენტარებს არ დაიშურებს. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება, რომ წერა გავაგრძელო და ტექსტი საბოლოოდ სერიოზულ ნაწარმოებად ვაქციო.
ვინ იცის, შეიძლება ამ ინიციატივიდან არც არაფერი გამოვიდეს სახეირო, მაგრამ ცდა მაინც ღირს. ჰა, თქვენ რას იტყვით? აქვს აზრი ამ წამოწყებას? :)
მოკლედ, ვიწყებ და ეგაა. აზრიანობა/უაზრობის ამბავი კი მოგვიანებით გამოჩნდება.

9 comments:

  1. გადასარევი იდეაა, ინტერნეტში მკითხველების იმედი გქონდეს, გპირდები ჩემიდან დაწყებული და კიდევ ბევრი ბევრი ადამიანი წაიკითხავს. აი წიგინს რაც შეეხება არ ვიცი... თუ შენ ის ზაზა არ ხარ, თავმოტვლეპილი ულვაშებიანი მწერალი ბიჭი რომაა (გვარი დამავიწყდა სამწუხაროდ), ვფიქრობ ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა გაგიჭირდება. მაგრამ იცოდე, რომ ბლოგერები, და არა მარტო გეი ბლოგერები, ბევრი სხვაც გვერდით დაგიდგება და შენს წამოწყებას მიესალმება. და თუ საბოლო ჯამში წიგნის გამოცემასაც მოახერხებ, ეს იქნება ძალიან მაგარი რაღაც, პირველი მე გაგივრცელებ ინფორმაციას (ქართულად და არა მარტო) და მოკლედ ერთი პატარა "სკანდალჩიკი" აშკარად შენზე იქნება :) ნი პუხა, კაკ გავარიატ :)

    ReplyDelete
  2. aleqsander, madloba :) ar var is "zaza" :) namdvilad :)
    kargi, mash daviwyot.

    ReplyDelete
  3. wow სალამი ჯერერთი :)
    კეთჳლი იყოს ჩემი კლიკი შენს ბლოგზე :)
    ტაკს რა მინდა გითხრა კარგად წერ ხოდა გამატებ ბლოგროლში იმედია წინააღმდეგი არ იქნები, მერე წიგნის იდეამ აღამფრთოვანა პირდაპირ და რამის ავხტი ადგილიდან, მე დიიდი სიამოვნებით წავიიტხავ აქაც და წიგნსაც მოკლედ საღოლ მაგარი იდეაა, ხოდა ახლა დავათვალირებ შენს ბლოგს და შემოგივლი კიდეც ხშირად ) ნუ რა თქმა უნდა ახალ ახალი ჩანაწერებით თუ გაანებივრებ მკითხველს :)
    წარმატებები :)

    ReplyDelete
  4. Corven, didi madloba aseTi gamoxmaurebisaTvis :)
    "ჩაირბინე ზაფხულის დილას სტოკჰოლმში სანაპირო ქუჩაზე და გახედე, დგას თუ არა ნავმისადგომთან მომცრო თეთრი სარეისო გემი "სალტკროკა1". მომწონს შენი ნიკი :)

    ReplyDelete
  5. მაგარი აზრია! მასალები თუ დაგჭირდა ანუ ყოველდღიური რეალ ისტორიები, მცირე ზომის გეი დრამები (თუმცა ყველა გეი დრამაა თავისთავად) არ მოგერიდოს შემომეხმიანე. დარწმუნებული ვარ ალექსანდრესაც მოეძევება დრამოჩკები გულის მივიწყებულ საკუჭნაოებში :) კარგი აზრია მართლა, ოღონდ თუ დააპირე, გააკეთე კიდეც ხო? მრავალფეროვანი ქართველი გეი საზოგადოება მადლიერი დაგრჩება ;) პრომო ჩვენზე იყოს, ლოლ!
    ჩემთან გადამატე ბლოგებში, თუ არ ხარ წინააღმდეგი რა თქმა უნა ;)

    ReplyDelete
  6. კარგი იდეაა :)
    დაბეჭდვას რაც შეეხება, რას არ დაბეჭდავენ, მითუმეტეს თუ "ნამდვილი" ლიტერატურა იქნება :)

    ReplyDelete
  7. nu mertalia mxolod 3s vicnob (3ive kacia)
    da iseti sayvarlebi da kargebi arian ver warmoidgent da arasdros ragac gansxvavebuli grdznoba ar gamchenia arcerttan urtiertobisas. ar mesmis veraprit gavugeb im xalxs vinc rasis, orientaciis, religiis an kidev rame msgavsit prioritets anichebs zogs.;]

    http://nkhvedelidze.blogspot.com/

    ReplyDelete
  8. su da rac mtvaria mixaria am temaze rom tavisuflad isaubrebs visac survili aqvs. G.a.y. blog albat bevrs gamoaodgeba vinc ar aris "gay" magram megobrebi yavs "gay", vinc aris gay da ar yavs megobrebi ( ;] ) vinc ar icis GAY rogor ishipreba ;]]]]], etc...

    ReplyDelete